ნობელის პრემია მშვიდობის დარგში რუს და ფილიპინელ ჟურნალისტებს მიანიჭეს

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს და ფილიპინელ ­ჟურნალისტს, მარია რესას მიენიჭათ.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, მარია რესა და დიმიტრი მურატოვი დაჯილდოვდნენ "ფილიპინებსა და რუსეთში გამოხატვის თავისუფლებისათვის მამაცი ბრძოლისათვის".

„ამავდროულად, ისინი წარმოადგენენ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც იცავენ ამ იდეალს მსოფლიოში, რომელშიც დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება სულ უფრო არახელსაყრელი პირობების წინაშე დგას,“- განაცხადა ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ბერიტ რეის-ანდერსენმა.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჟურნალისტებს პირველად გადაეცათ 1935 წლის შემდეგ, როდესაც გერმანელ კარლ ფონ ოსიეცკის გადაეცა თავისი ქვეყნის ომის შემდგომი გადაიარაღების საიდუმლო პროგრამის გამოაშკარავებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო