ავღანეთში შიიტების მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში, ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

„ჩვენი შიიტი თანამემამულეების მეჩეთში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც არაერთი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა და დაიჭრა,“- წერს ზაბიჰულა მუჯაჰიდი „ტვიტერზე“.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპული და დაშავებულია ათობით ადამიანი.

ბოლო კვირების განმავლობაში ავღანეთში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, მათ შორის ერთი ქაბულის მეჩეთზე. ზოგიერთ მათგანზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს