ნატო-ს მომავალი სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს გაიმართება

ცნობილი გახდა ნატო-ს მადრიდის სამიტის ჩატარების თარიღი, რომელშიც წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2022 წლის 29-30 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის სამიტზე ბრიუსელში ლიდერებმა დაამტკიცეს ამბიციური დღის წესრიგი, რომელიც უკავშირდება ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებასა და თავდაცვას.

„ჩვენ ვხედავთ სტრატეგიული კონკურენციის ზრდას, რუსეთის გაცილებით მომატებულ აგრესიულ ქცევას და ჩინეთის მიერ ეკონომიკური და სამხედრო ძალის გამოყენებას სხვა ქვეყნების დასაშინებლად“ , - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, გუშინ იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს სამიტზე, მადრიდში, მომდევნო წელს, მოკავშირეები დაადასტურებენ უკრაინისა და საქართველოსადმი უცვლელ მხარდაჭერას და მათ მომავალ წევრობას ალიანსში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა