ანონსი  9 ოქტომბერი

9 ოქტომბერს, 09:00 საათზე, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში აღევლინება საღმრთო ლიტურგია ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის კანონიერი ასლის საქართველოში ჩამობრძანების ხსენებასთან დაკავშირებით.

9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარტიის „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ცესკოსთან გამართავს ბრიფინგს.

თემა: „34-ე უბანში ხელახალი გადათვლის შემდეგ პარტია "ხალხისთვის" დაფიქსირებული 0 ხმის ნაცვლად 32 ხმა აღმოჩნდა“.

მის: აღმაშენებელის ხეივანი 138

საკონტაქტო: 555114114, 599437403

9 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქალაქო სასამართლო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის საჩივრებს განიხილავს, პროცესს ისნის „ევროპული საქართველოს" და საერთო ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი ბესიკ დონაძე დაესწერება.

მის: საქალაქო სასამართლო

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

9 ოქტომბერს, 16:00 საათზე, კლუბი „თავთავი“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ექიმებისა და სამოქალაქო აქტივისტების აქციას მართავს. აქცია დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან და მსვლელობა გაგრძელდება რუსთავის საპატიმრომდე.

საკონტაქტო: თეა გოჩიტაშვილი - 599 88 09 08

9 ოქტომბერს, 22:00 საათზე, „ევროპული საქართველოსა" და შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატი ცესკოს ისანში, ბესიკ დონაძე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების გადათვლის პროცესს დაესწრება.

მის: თელავის ქუჩა 7.

საკონტაქტო: ბესიკ დონაძე - 595 99 98 98

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა