აშშ იმ საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებს, რომლებიც ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით არიან აცრილები

შეერთებული შტატები მიიღებს იმ საერთაშორისო ვიზიტორებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით არიან აცრილები, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული.

„ექვსი ვაქცინა, რომელიც სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ არის ნებადართული/დამტკიცებული ან ჯანმო-ს მიერ გადაუდებელი მიზნით გამოყენებისთვის ავტორიზებული ვაქცინების სიაშია შეტანილი, დააკმაყოფილებს აშშ – ში გამგზავრების კრიტერიუმებს“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.

20 სექტემბერს, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ნოემბრიდან შეერთებული შტატები 33 ქვეყნიდან - 26 ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნიდან, ასევე ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ირანიდან და ბრაზილიიდან ჩასული სრულად ვაქცინირებული ავიამგზავრებისთვის შეზღუდვებს ხსნის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაქცინა იქნებოდა მისაღები.

Reuters-ის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული ახალი მოთხოვნები ვრცელდება თითქმის ყველა უცხოელ მოქალაქეზე, რომლებიც მიემგზავრებიან შეერთებულ შტატებში, მათ შორის მათზეც, რომლებსაც წინა შეზღუდვები არ ეხებოდათ.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ამ დრომდე შემდეგი ვაქცინები აქვს დამტკიცებული : „ფაიზერ“/ „ბიონტექი“, „ოქსფორდ“/“ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ჯონსონ & ჯონსონი“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა