სინგაპურმა 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა

სინგაპურმა 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნა, რომლებსაც სინგაპურში შესასვლელად ამიერიდან კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. Reuters-ის მიხედვით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ესპანეთი და აშშ არიან.

როგორც ცნობილია, 8 ქვეყნის მოქალაქეებს სინგაპურში ჩასვლა 19 ოქტომრბიდან შეეძლებათ. ამისათვის მათ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ტესტზე უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინონ.

„ქვეყანა ცდილობს დაიბრუნოს საერთაშორისო საავიაციო ჰაბისა და პოპულარული ტურისტული მიმართულების სტატუსი. სინგაპური მალე პანდემიამდე არსებულ ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება“- წერს გამოცემა.

Reuters-ის მიხედვით ამ დროისთვის სინგაპურში მოსახლეობის 83% აცრილია. 5.4-მილიონიან ქვეყანაში დღეში საშუალოდ კორონავირუსის 3 000 შემთხვევა ფიქსირდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო