ირანის ყოფილი პრეზიდენტი აბოლჰასან ბანისადრი გარდაიცვალა

აბოლჰასან ბანისადრი, ირანის პირველი არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ინფორმაციით, აბოლჰასან ბანისადრი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

აბოლჰასან ბანისადრი ირანის პრეზიდენტად 1980 წელს აირჩიეს, თუმცა პარლამენტმა ის 1981 წელს გადააყენა ქვეყნის მაშინდელ უზენაეს ლიდერთან, აიათოლა რუჰოლა ხომეინთან დაპირისპირების გამო.

აბოლჰასან ბანისადრმა ქვეყანა დატოვა და საფრანგეთს შეაფარა თავი, სადაც დარჩენილი სიცოცხლე გაატარა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს