სომხური მედია - აზერბაიჯანელი სნაიპერის ტყვიამ სამოქალაქო პირი იმსხვერპლა

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა არცახში (მთიანი ყარაბაღი) სამოქალაქო პირი მოკლა, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსპიკერმა უნან ტადევოსიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მარტაკერტის პოლიციის რეგიონალურმა სამმართველომ განაცხადა, რომ მარტაკერტის მკვიდრი, 1966 წელს დაბადებული არამ ტეპნანცი, ქალაქის მახლობლად მდებარე ბაღში მუშაობისას სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრა და დაიღუპა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა