ავსტრიის კანცლერი თანამდებობიდან გადადგა

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი მის წინააღმდეგ დაწყებული ანტიკორუფციული გამოძიების გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა -The Guardian ავრცელებს.

კურცმა შემცვლელად საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შალენბერგი დაასახელა, თავად კი ავსტრიის „სახალხო პარტიის“ საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გახდება.

35 წლის დიპლომატმა პოსტის დატოვება ქვეყანაში გამოწვეული სამთავრობო კრიზისის განსამუხტად გადაწყვიტა, რომელიც პროკურორების მიერ მისი კორუფციული გამოძიებების სამიზნედ გამოცხადებას მოჰყვა.

კურცი და კიდევ 9 პირი ნდობის ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში არიან ეჭვმიტანილნი. საქმე ეხება ბრალდებებს, რომ მათ ტაბლოიდური გაზეთის მიერ სასურველი ინფორმაციის გამოქვეყნებისთვის მთავრობის ფული კორუფციულ გარიგებაში გამოიყენეს. კერძოდ, ბრალდებების თანახმად, 2016 წლიდან 2018 წლამდე „ფინანსთა სამინისტროს რესურსი გამოიყენებოდა ნაწილობრივ მანიპულირებული გამოკითხვის დასაფინანსებლად, რომელიც ემსახურებოდა პარტიულ პოლიტიკურ ინტერესებს“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო