ტაივანის პრეზიდენტი - ტაივანი თავდაცვას გააძლიერებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ აიძულოს იმ გზის მიღება, რომელიც ჩინეთმა დაუსახა

ტაივანი თავდაცვას გააძლიერებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვერავინ აიძულოს იმ გზის მიღება, რომელიც ჩინეთმა დაუსახა და, რომელიც არც თავისუფალი და არც დემოკრატიულია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ქვეყნის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩინეთმა ტაივანს ავტონომიის მოდელი ,,ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ შესთავაზა, რომლის მსგავსსაც ჰონგ-კონგთან იყენებენ, თუმცა ტაივანის ყველა მთავარმა პარტიამ შემოთავაზება უარყო.

ცაი ინ-ვენის განცხადებით, ტაივანი დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ჯერ კიდევ ჩინეთის რესპუბლიკად მოიხსენიებენ.

მისი თქმით, ის სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვაში კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

,,რაც უფრო მეტს ვაღწევთ, მით უფრო დიდია ჩინეთის მხრიდან ზეწოლა. ამიტომ მინდა შევახსენო ყველა ჩემს თანამოქალაქეს, რომ ჩვენ არ გვაქვს მოდუნების საშუალება", - აღნიშნა ტაივანის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო