პაატა მანჯგალაძე - ახლა, ბიულეტენების გადათვლა მანიპულაციას ემსახურება და მაღალი რისკია, რომ შედეგები შეცვალონ, ამიტომაც ამას სჭირდება პროტესტი

ახლა, გადათვლა ემსახურება მანიპულაციას და მაღალი რისკია, რომ შედეგები შეცვალონ, ამიტომაც ამას სჭირდება პროტესტი, ამას სჭირდება აქტიურობა, ახლა საქართველოში ნამდვილად დადგა ქმედებების დრო , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების მანიპულაცია იქნება მანამ, სანამ „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში.

ამასთან, მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა პარტიის მიერ ქვეყანაში დაგეგმილ აქციებს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ შეუერთდება.

„სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება, რომელიც ებღაუჭება ძალაუფლებას და არ გააჩნია პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, იქნება არჩევნების მანიპულაცია. ახლა უკვე, როდესაც გარკვეული დრო გავიდა და მალევე არ მოხდა გადათვლა, ეს არის ძალიან დიდი რისკი გადათვლების იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი დრო გავიდა იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ თვითონ გადაეთვალა მალულად და შეეცვალა შედეგები და ჩვენ ვნახეთ ასეთი ფაქტი ზუგდიდში. ახლა, გადათვლა ემსახურება მანიპულაციას და მაღალი რისკია, რომ შედეგები შეცვალონ, ამიტომაც ამას სჭირდება პროტესტი, ამას სჭირდება აქტიურობა, ახლა საქართველოში ნამდვილად დადგა ქმედებები დრო.

ვიდრე ქვეყანაში აქციები იმართება პერსონალური ან პარტიული იდენტიფიცირებით, ძალიან ძნელია სხვა პარტიები ჩაერთონ ამაში. ჩვენ ჩვენს მომხრეებს არ ვუშლით ამ აქციებში მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობას რაც შეეხება - ვიდრე ქვეყანაში არ არის სასამართლო, ყველა ადამიანი, ვინც იქნება დაკავებული პოლიტიკური ნიშნით, ჩაითვლება პოლიტპატიმრად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა