ლევან გაჩეჩილაძე - სიუჟეტი, თითქოს ვმალავდი და ვმფარველობდი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, მორიგი სიცრუე, დეზინფორმაცია  და ცილისწამებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ

9 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შაბათის ეთერში გასული სიუჟეტი, თითქოს მე ვმალავდი და ვმფარველობდი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, არის მორიგი სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, - ამის შესახებ ლევან გაჩეჩილაძის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ლევან გაჩეჩილაძე განმარტავს, მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და მათ სახლში არც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად, არც საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა ჩვენს სახლში, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ ჩემი მშობლები - 88 წლის მამა და 85 წლის დედა, რომლებიც შეძრულები არიან და ძალიან მძიმედ გადაიტანეს აღნიშნული ცილისწამების ტირაჟირება.

ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობამ შეძრა ჩემი ოჯახი ისევე როგორც მთელი ქვეყანა და ამ საქმეში ეჭვმიტანილების შეფარების დაბრალება ჩვენთვის ასმაგად მტკივნეულია.

ხაზგასმით ვაცხადებ, ეს არის ზღვარგადასული, მორიგი მორალური ძალადობა და ჩემი და ჩემი ოჯახის რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და დღემდე გრძელდება აღნიშნული მედიასაშუალების პოლიტიკურად ანგაჟირებული მფლობელების მხრიდან პირადი შურისძიების მიზნით!“, - აცხადებს გაჩეჩილაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა