სომხეთში კორონავირუსის 1 151 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 151 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 20 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 549-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 272 356 პირი დაინფიცირდა, 248 267 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ამჟამად 18 500-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა