ერაყში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

ერაყში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს

ერაყში ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს. "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, უბნები დილის 07:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო უბნები საღამოს 6:00 საათზე დაიხურება, ხოლო წინასწარი შედეგები დახურვიდან 24 საათის განმავლობაში გამოცხადდება.

ქვეყნის პარლამენტში მოსახვედრად 167 პარტია იბრძვის.

მედიის ინფორმაციით, მთავრობისადმი უნდობლობის მაღალი მაჩვენებლისა და კრიზისის გამო, არჩევნებზე დაბალი აქტივობაა მოსალოდნელი.

საკუთარი არჩევანი გააკეთა ერაყის პრემიერ- მინისტრმა. მუსტაფა ალ-კადიმმა ხმა მისცა ბაღდათის ე.წ. მწვანე ზონაში.

”ეს არის ცვლილების შესაძლებლობა”, - აღნიშნა მან.

ერაყში არჩევნების გამო უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. დაკეტილია აეროპორტი.

არჩევნებს მონიტორინგს უწევენ ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებლები.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“