იტალიაში პოლიციელებმა ანტივაქსერების აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს

რომში შეტაკებების შედეგად, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ ,,მწვანე საშვების“ რეგულაციის გამო დაიწყო, 12 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ულტრამემარჯვენე პარტიის ,,ფორზა ნუოვოს“ წარმომადგენლებიც იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ათასობით ადამიანი დედაქალაქის ქუჩებში ახალი რეგულაციის გასაპროტესტებლად გამოვიდა. დემონსტრანტებმა პოლიციელების კორდონის გარღვევა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის ოფისამდე მიღწევა სცადეს.

შეტაკება მოხდა იტალიის მთავარი პროფკავშირების შენობასთანაც.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაქმებულები, რომლებიც 15 ოქტომბრამდე სამსახურში კოვიდპასპორტებს არ წარადგენენ, ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. იტალიაში 12 წელს ზემოთ მყოფი ადამიანების 80 %-ზე მეტია აცრილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო