საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის კამპანიებს წამოიწყებს

საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში მსოფლიოში სიკვდილით დასჯის გაუქმებისთვის კამპანიებს წამოიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ემანუელ მაკრონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა სიკვდილით დასჯის გაუქმების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ პარიზში გაიმართება კონფერენცია. შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები შეიკრიბებიან იმ ქვეყნებიდან, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავაც გამოიყენება.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ გაეროს რეზოლუციის ფარგლებში საფრანგეთი სხვადასხვა სახელმწიფოსთან ერთად იმუშავებს, რათა სახელმწიფოებისგან მოითხოვოს ყოველწლიური მონაცემები სიკვდილმისჯილი ადამიანების რაოდენობის შესახებ.

საფრანგეთი მსოფლიოში 35 -ე ქვეყანა იყო, რომელმაც სიკვდილით დასჯა უკანონოდ გამოაცხადა. ქვეყნების უმეტესობა აღარ იყენებს სასჯელის მსგავს ფორმას, თუმცა რამდენიმე დიდი ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, ირანი და აშშ-ში გარკვეული შტატები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ მას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო