ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიას ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. „ეროვნული გვარდიის მე-7 ნაკრებ ოცეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული, კაპიტან გიორგი გულიაშვილის მეთაურობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოცეულმა უფლებამოსილება ეროვნული გვარდიის მე-8 ნაკრებ ოცეულს უკვე გადააბარა”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა