11 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ შეხვდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც მიაწვდის ინფორმაციას 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შესახებ და „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე რუსთავის და მცხეთის საარჩევნო ოლქებში.
მის: თელავის ქ. 20 (სასტუმრო, "შერატონ მეტეხი პალასი")
საკონტაქტო: მაია ბიწაძე - 599 220 446
11 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე განცხადებას გააკეთებს. თემა: „სახიფათო მშენებლობები და ჩარევები შენობების კონსტრუქციებში - რა მასშტაბისაა პრობლემა ქვეყანაში და როგორია მდგომარეობა ავარიული საცხოვრებელი ფონდის მხრივ. როგორი პოლიტიკა უნდა შემუშავდეს ავარიულ კორპუსებთან მიმართებაში და რა რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო“. მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
11 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი განცხადებას გააკეთებს. თემა: „სახიფათო მშენებლობები და ჩარევები შენობების კონსტრუქციებში - რა მასშტაბისაა პრობლემა ქვეყანაში და როგორია მდგომარეობა ავარიული საცხოვრებელი ფონდის მხრივ. როგორი პოლიტიკა უნდა შემუშავდეს ავარიულ კორპუსებთან მიმართებაში და რა რეგულაციების გამკაცრებაა საჭირო“. მის: კოსტავას ქუჩა 47/57
საკონტაქტო: 593 53 45 24
11 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ორგანიზაცია „საფარის“ ოფისში წიგნის - "როგორ დავიცვა ჩემი შვილის სხეულებრივი ხელშეუხებლობა და კიბერუსაფრთხოება" პრეზენტაცია გაიმართება. წიგნს ბაია პატარაია წარადგენს.
მის: გახოკიძის ქუჩა N11ა
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"