იტალიაში 12 წლის ზემოთ მოქალაქეების 80% ვაქცინირებულია

იტალიამ განახორციელა გეგმა, რომელიც 12 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 80 %-ის ვაქცინაციას გულისხმობდა, - ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

„დაახლოებით 60 მილიონი მოქალაქიდან 43 მილიონზე მეტი სრულად არის ვაქცინირებული,”- განაცხადა იტალიის კოვიდ-19-ის კომისიის წევრმა გვიდო რასიმ, რომელიც ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ყოფილი დირექტორია.

მისი თქმით, მოსახლეობის ამ რაოდენობის ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს დაინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს.

”ეს არ არის სიმბოლური ბარიერი. ეს არის ის დონე, რომელიც, დაკავშირებულია ვირუსის გავრცელებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვან შემცირებასთან,“- აღნიშნა გვიდო რასიმ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა