ექიმების ინფორმაციით, ბათუმში, ნანგრევებიდან ამოყვანილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გადარჩენილი მამაკაცის, 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც კლინიკის დირექტორმა დეა ქაჯაიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებელი ნორმებშია მოსული.

"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ისევ ინტენსიურ განყოფილებაში რჩება, ალბათ, რამდენიმე დღე გავაჩერებთ იქ.

ბევრი მაჩვენებელი ნორმაშია მოსული, მაგრამ მდგომარეობა საყურადღებოა", - აცხადებს დეა ქაჯაია.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია, ერთი ადამიანი გადარჩა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა