სომხეთში კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 26 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 575-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 272 957 პირი დაინფიცირდა, 249 158 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.

ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 514 241 დოზაა გამოყენებული. პირველი დოზა 344 029 ადამიანს აქვს გაკეთებული, სრულად ვაქცინირებული კი 170 212 მოქალაქეა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა