აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ანტიაზერბაიჯანული კამპანია ირანს სარგებელს არ მოუტანს

სამწუხაროდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ წყვეტს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ასეთ ბრალდებებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყების პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ განაცხადა.

მისივე თქმით, 44-დღიანი ომის დროს აზერბაიჯანში არ ყოფილა ტერორისტი და არც ახლაა.

„აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არასოდეს ყოფილა ადგილი ტერორისტებისთვის,“- აღნიშნა აბდულაევამ.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიები ოკუპაციისგან გაათავისუფლა „სისხლისა და მოწამეთა სიცოცხლის ფასად“.

„როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, აზერბაიჯანს, რომელსაც 100 000 -ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი არმია ჰყავს, არ სჭირდება დაქირავებული მებრძოლები,“- აღნიშნა აბდულაევამ.

მისი თქმით, აზერბაიჯანის საწინააღმდეგო კამპანია ირანს სარგებელს არ მოუტანს.

„ანტიაზერბაიჯანული კამპანია ირანს სარგებელს არ მოუტანს. ნათელია, რომ უსაფუძვლო პრეტენზიების მიზეზი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ირანის სატვირთო მანქანების უკანონო შესვლის აღკვეთა და აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციისგან გათავისუფლებაა,“- აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა