მიხეილ სარჯველაძე - სკეპტიკურად შევხედავ, რომ ოპოზიცია 14 ოქტომბერს გრანდიოზული მასშტაბის აქციის მოწყობას შეძლებს

სკეპტიკურად შევხედავ, რომ ოპოზიცია 14 ოქტომბერს გრანდიოზული მასშტაბის აქციის მოწყობას შეძლებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

სარჯველაძის თქმით, საქართველოში აქციის გამართვის უფლება აქვს ყველას, მაგრამ აქციის ორგანიზატორთა მიმართ სვამს კითხვას, თუ რა არის მათი მოთხოვნა და პროტესტის მიზანი.

„ყველაფერს თავად საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს. როცა პროტესტს შეიძლება საფუძველი ჰქონდეს, საზოგადოება მის მიმართ სენსიტიურია", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, 14 ოქტომბერს, თბილისში აქციას გამართავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა