იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე - თუკი დადგება საჭიროება, გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რომელიც პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ესაჭიროება

თუკი დადგება ამის საჭიროება, ბუნებრივია, მიღებული იქნება ჩვენი ძალიან კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ის გადაწყვეტილება და გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რომელიც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

მან ამასთანავე, ცრუ ინფორმაცია უწოდა იმას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

„ჩვენ გუშინაც ვნახეთ, რომ იყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, აპელირებდნენ, ასევე, სიკვდილზე, რომ თითქოს ვინმე დაინტერესებულია მისი სიკვდილით და თუ ასე გაგრძელდება, სულ მალე ის ცოცხალი აღარ იქნება. ეს ყველაფერი არის მორიგი ტყუილი და გუშინ გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმა ამის საპასუხოდ განცხადება, სადაც მითითებულია, რომ ყველა სასიციცოხლო პარამეტრი არის ნორმაში.

რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, თუკი დადგება ამის საჭიროება, ბუნებრივია, მიღებული იქნება ჩვენი ძალიან კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ის გადაწყვეტილება და გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რომელიც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

როდესაც ვინმე ცდილობს, რომ გაავრცელოს ტყუილი, შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი საზოგადოება, რომ თითქოსდა მას არ ეძლევა რაიმეს უფლება, რაიმეს შეძენის, ის შიმშილობს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მას ყურადღებას არ აქცევენ, ბუნებრივია, ამის უფლებას ვერავის ვერ მივცემთ.

მე აქვე საჯაროდ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კვალიფიციურ თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თითოეულ პატიმარზე და მათ შორის, მიხეილ სააკაშვილზე. ის, როგორც მოშიმშილე, იმყოფება მუდმივი სამედიცინო დაკვირვების პროცესში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა