ირაკლი ხმალაძე - მიშენება-დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია, ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შენობებზე უკანონო მიშენება - დაშენება, ასევე თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებულია.

„მიშენება - დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია, ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი, ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს. ამის საშუალება არის საჩივარი, ცხელ ხაზზე შეტყობინება, აუდიტის სამსახური ახდენს გარკვეულ შემოწმებებს და ასევე, მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს ახდენს. ამის შემდეგ გარკვეული შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება ხდება“,- განაცხადა ხმალაძემ.

ის მხარს უჭერს პრემიერის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ სამშენებლო რეგულაციები გამკაცრება იგეგმება.

„სამშენებლო რეგულაციების მიმართულებით მუდმივად ხდება გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ჩვენც მოგვიწევს გარკვეული ცვლილების შეტანა. ეს ჯანსაღი პროცესია და რა თქმა უნდა, საკითხს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

მისი განმარტებით, სამშენებლო რეგულაციების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა შემოიღეს.

„ის, რომ დღეს დარღვევები მივიღეთ და ამას ვეღარ ვასწორებთ, ამას თვალებში შევხედეთ და ვაპატიეთ, მაგრამ იმისთვის, რომ ხვალ იგივე არ გაგრძელდეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოვიღეთ. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ 5 ათასი, 10 ათასი ან ხშირ შემთხვევაში, 50 ათას ლარიანი ჯარიმა ვერ ახდენს დარღვევის პრევენციას. ამიტომაც შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა“, - განაცხადა ხმალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს