გია ვოლსკი - გადაბირების ნიშნები შეიძლება გამოჩნდეს მაშინ, როცა საკითხი იხილება და კონკრეტული ადამიანი აბსურდულ პოზიციას აფიქსირებს მხოლოდ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" დაუჭიროს მხარი

არავის დაუმალავს, რომ ადგილებზე (თვითმმართველობებში) ადამიანები, მათ შორის, გახარიას პარტიიდან შესაძლოა, ორიენტირებულნი იყვნენ არა დესტრუქციაზე, არამედ ამომრჩევლების საჭიროებაზე - ამის წინაპირობები შეიძლება არსებობდეს, თუმცა, ვერ დავარქმევდი ამას გადაბირებას, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტის კითხვას, ხორციელდება თუ არა მოლაპარაკებები რეგიონებში, საკრებულოებში გახარიას პარტიის კანდიდატებთან მათ შორის, გადაბირების მიზნით.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, თავად კომუნიკაცია არავისთან ჰქონია.

„გადაბირების ნიშნები შეიძლება გამოჩნდეს მაშინ, როცა საკითხი იხილება და კონკრეტული ადამიანი აბსურდულ პოზიციას აფიქსირებს, მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" დაუჭიროს მხარი. შინაარსიდან უნდა გავაანალიზოთ ამ ადამიანების მომავალი საქმიანობა და გადავწყვიტოთ გადაბირებულები არიან, თუ ადამიანები არიან, რომლებიც მიხვდნენ, რომ მათმა პოლიტიკურმა ლიდერმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია "ნაცმოძრაობას". რატომაც არა, უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია, ამას ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, მაგრამ გადაბირება უხეში სიტყვაა, რომელიც არ შეესაბამება იმ სიტუაციას, რაც შექმნილია საქართველოში,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა