ფოთში რამდენიმე კერძო და საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა

ფოთში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, რამდენიმე კერძო და საჯარო სკოლა კვლავ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

ფოთის საგანმანათლებლო რესურს - ცენტრის ხელმძღვანელის გოჩა ქორქიას განცხადებით, ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო და წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

მე-15 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება გარდა პირველი კლასისა, ხოლო რამდენიმე სკოლაში წერტილოვნი შეზღუდვები დაწესდა.

ქორქიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით მიიღეს.

„ჩვენს ქალაქში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივმა სამსახურმა, გასცა რეკომენდაციები, სხვადასხვა სკოლაში სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია რამდენიმე სკოლაში, კოვიდდადასტურებული შემთხვევებისა და შესაბამისად იზოლაციაში გადასულ მოსწავლე - მასწავლებელთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, იქნა მიღებული შეჯერებული ინფორმაცია, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეცნობება.

მე-5 საჯარო სკოლა და წმ. ნიკოლოზის ზოგად საგანმანათლებლო საშუალო სკოლა, გადავა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით. რაც შეეხება მე-15 სკოლას, აქაც 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სწავლა გაგრძელდება დისტანციურ ფორმატით გარდა პირველი კლასებისა. ხოლო, პირველ და მესამე საჯარო სკოლებში წერტილოვნად შეიზღუდება დასწრებითი სწავლების ფორმა იმ კლასებში, სადაც დადასტურებულია კოვიდ ინფექცია და ასეთია, მესამე საჯარო სკოლაში მხოლოდ ერთი, მეათე კლასი. პირველ საჯარო სკოლაში კი ოთხი კლასი: მე-3, მე-5, მე-6 და მე-8 კლასები“, - განაცხადა გოჩა ქორქიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა