ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო დამატებითი დოზა გაუკეთდეს ადამიანებს, ვისაც მძიმე ფორმის იმუნოდეფიციტი აქვს, ყველა ვაქცინით, რომელიც გაეროს სააგენტოს მიერ არის ნებადართული.

ამის შესახებ გამოცემა „ფიგარო“ იუწყება.

„რეკომენდაციას, რომელსაც ჩვენ ვიძლევით, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს, ვისაც დასუსტებული იმუნიტეტი აქვთ, მიეცეთ დამატებითი დოზა, რათა მათ მოემატოთ იმუნიტეტი იმ მაჩვენებლამდე, რომ თავიდან იყოს აცილებული დაავადების მძიმე ფორმები“, - განაცხადა ჯანმო-ს იმუნიზაციის დირექტორმა ქეით ბრაიენმა.

ჯანმოს იმავე კომიტეტში განაცხადეს, რომ მესამე დოზა, ვინც 60 და მეტი ასაკისაა, აუცილებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აიცრნენ კოვიდის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინებით - „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“.

მათივე თქმით, მესამე დოზა შესაძლოა, იყოს სხვა ტიპის ვაქცინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო