საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ

საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა და რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარი გამართეს და უკრაინის კონფლიქტზე იმსჯელეს. მხარეები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უახლოეს მომავალში შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტს, ვლადიმერ ზელენსკის მინსკის შეთანხმებების განხორციელების საკითხზე ესაუბრნენ, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინთან გამართეს სატელეფონო საუბარი და სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევისკენ მოუწოდეს.

შეგახსენებთ, უკრაინა დონბასის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტთა ჯგუფს ებრძვის. კიევის ინფორმაციით, 2014 წლიდან დღემდე კონფლიქტს 14 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო