ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა - ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ამ ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ უწყვეტ მცდელობას, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.

„ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რუსეთის უწყვეტ მცდელობას, გამოიწვიოს ამ ქვეყნების დესტაბილიზაცია, ჩაშალოს მათი ევროპული და/ან ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხელი შეუწყოს უგუნურ და უპასუხისმგებლო ესკალაციებს,“- აღნიშნულია რეზოლუციაში.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ განხორციელების აუცილებლობას.

„გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებულ პირების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუცია მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გააძლიერონ.

„მოვუწოდებთ, გააძლიერონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისკენ მიმართული საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა, გამოხატონ სოლიდარობა საქართველოსა და უკრაინას მიმართ ერთობლივი წვრთნების გაზრდითა და მათი თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელონ რუსეთის მიერ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ნაწილების დროებითი ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის დაგმობა,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკურმა კომიტეტმა წარადგინა და პლენარულმა ასამბლეამ დაამტკიცა.

იხილეთ ვიდეო: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე