თავდაცვის მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმი გახსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021“ გახსნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა არსებული კიბერსაფრთხეების ფონზე, კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მისი განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს კიდევ უფრო განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ნორბერტ ჰესმა და ნატო-ს კიბერთავდაცვის სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა იაკ ტარიენმა.

ორდღიან საერთაშორისო ფორუმზე ნატო-სა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერსაფრთხეებზე, კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.

„ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021“ სსიპ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში იმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა