ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებზე კითხვები მომაბეზრებელია

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევებზე კითხვები მომაბეზრებელია.

„რომელ ქვეყანაში არ იღუპება ხალხი? მითხარით აბა! მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ თავი მომაბეზრონ,“- უპასუხა ბოლსონარუმ ჟურნალისტს, რომელმაც მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, მას ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაზე დაუსვა კითხვა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბრაზილიაში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა. კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით ბრაზილია მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო