ბათუმში, კორპუსის  ჩამონგრევის შედეგად დაშავებულ მამაკაცს ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც კლინიკა “მედცენტრში” “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 37 წლის ზვიად თავდგირიძეს ხვალ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

“პაციენტის მდგომარეობე დღითიდღე უმჯობესდება, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადავიყვანოთ", - აცხადებენ კლინიკაში.

ბათუმში, 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა