„თალიბანსა“ და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

„თალიბანმა“ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებები გამართეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

შეხვედრის წინ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკს სურს, ავღანელ ხალხს პირდაპირი დახმარება გაუზარდოს, რათა ქვეყანას კოლაფსი ააცილოს თავიდან.

„არ შეგვიძლია დაველოდოთ და ვნახოთ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და ვიმოქმედოთ სწრაფად“, - აღნიშნა ბორელმა.

„თალიბანის“ მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის, ამირ ხან მუთაქის განცხადებით, მათ მთელს მსოფლიოსთან პოზიტიური ურთიერთობა სურთ.

„მიგვაჩნია, რომ ასეთ დაბალანსებულ ურთიერთობას ავღანეთის არასტაბილურობისგან გადარჩენა შეუძლია“, - აღნიშნა მან.

ევროკავშირის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალმა განმარტა, რომ მოლაპარაკებები არაფორმალური ხასიათის ტექნიკური დონის შეხვედრას წარმოადგენს და ავღანეთის დროებითი მთავრობის აღიარებას არ ნიშნავს. მისი თქმით, მხარეები, სხვა საკითხებთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობასა და ქალთა უფლებებს განიხილავენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს