გიგი წერეთელი ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადაყენების საკითხზე - რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად იქნება, მთავარია ერთი ადამიანის, ივანიშვილის განწყობა

რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად იქნება, მთავარია ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის განწყობა რა მოეწონება და რა არა, ეს არის მთელი მანკიერება, ერთ ადამიანზე, მითუმეტეს, ოლიგარქიულ სისტემაზე აწყობილი ვერტიკალის, ვისაც უნდა მაშინ გაუშვებს და ვისაც უნდა მაშინ დანიშნავს, ეს ადრეც გვინახავს, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადაყენების საკითხს.

მისივე თქმით, ღარიბაშვილს მმართველი გუნდისთვის ზიანი მოაქვს, მაგრამ რამდენად აისახება ეს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მისთვის უცნობია.

,,ქართულ ოცნების“ ხელისუფლებაში გაადგილება-გადმოადგილებაზე ყოველთვის არის ხოლმე ძალიან ბანალური, მაგრამ რეალობის ამსახველი განმარტება, რომ რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად იქნება, მთავარია ერთი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის განწყობა რა მოეწონება და რა არა მას. ეს არის მთელი მანკიერება, ერთ ადამიანზე, მითუმეტეს, ოლიგარქიულ სისტემაზე აწყობილი ვერტიკალის, ვისაც უნდა მაშინ გაუშვებს და ვისაც უნდა მაშინ დანიშნავს. ეს ადრეც გვინახავს და ალბათ, რაღაც პერიოდი, მე დიდი იმედი მაქვს ძალიან მცირე პერიოდი გაგრძელდება, შეიძლება ეს სცენაც გათამაშდეს იგივე ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რა მოიტანა მან გარდა ისევ აგრესიისა, რაც ამ არჩევნებში შეიძლება მათ გამოადგათ, მაგრამ ამ კაცმა აღიარა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და ის თუ იაქტიურებს უფრო დავუმატებთ მუხლებსო, რა თქმა უნდა, მას ზიანი მოაქვს, მაგრამ რამდენად აისახება ეს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა მოსალოდნელი არის ისევე როგორც ყველაფერია მოსალოდნელი იმ ხელისუფლების ხელში, რომელსაც არ აქვს არანაირი იდეოლოგია და დამოკიდებულია ერთი ადამიანის სურვილებზე“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი