თსუ-ს სტუდენტების ნაწილი სასამართლოს მიმართავს, რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს პროცესი, რათა სტუდენტებს შეეძლოთ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს, რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს პროცესი, რათა სტუდენტებს შეეძლოთ თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. ამასთან, ისინი უნივერისტეტს იურიდიული ფაკულტეტის დეკანისა და მისი მოადგილეების საქმიანობის გადახედვას სთხოვენ.

„სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები წესით უნდა ჩატარებულიყო 2020 წლის ნოემბერში, თუმცა ნოემბერში ეპიდსიტუაციის გამო, მე-7 მოწვევის პრეზიდენტმა შოთა კეზერაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გადავადებულიყო არაუმეტეს 6 თვისა, რომელიც უწევდა მაისის თვეში. სანამ მაისის თვე მოვიდოდა, თებერვალში საერთო კრებამ ჩვენ აგვირჩია სტუდენტური თვითმმართველობის მოვალეობის შემსრულებლად. მაისში არჩევნების ჩასატარებლად აქტიურად ვემზადებოდით, თუმცა, როდესაც მაისი დადგა, სრულიად სხვა ვითარება დაგვხვდა, იყო „კომენდანტის საათი" და კოვიდის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაისში ჩემი ბრძანების საფუძველზე არჩევნები კიდევ 6 თვით გადადებულიყო.

გუშინ გავაკეთეთ განცხადება, სადაც მივმართეთ სასამართლოს, რაც შეიძლება მალე ჩაინიშნოს პროცესი, რათა სტუდენტებს შეგვეძლოს თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება. მეორე მოთხოვნა რაც მივმართეთ უნივერსიტეტს, არის კომისიის შექმნა, რომელიც იმსჯელებს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის და მისი მოადგილეების საქმიანობის შესახებ, სადაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, თუნდაც დაფინანსების მხრივ. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ სურთ ფინანსური პრივილეგიების გამყარება”, - განაცხადა გაბაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა