მედიის ინფორმაციით, მოსკოვის პოლიციამ შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციასა და ოკუპირებული აფხაზეთის "საელჩოში" აფეთქებების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღო

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის პოლიციამ წინასაგამოძიებო მოკვლევა დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში, ოკუპირებული აფხაზეთის "საელჩოსა“ და ალჟირის საელჩოში აფეთქებების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

წყარომ სააგენტო TASS- ს განუცხადა, რომ ინფორმაცია ნაღმების არსებობის შესახებ ყალბი აღმოჩნდა.

წყაროს თქმით, დედაქალაქის პოლიციის განყოფილებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეტყობინება მამაკაცმა გაუგზავნა, რომელიც იმუქრებოდა, რომ „მოსკოვში დიდ სპექტაკლს“ დადგამდა თანამზრახველების საშუალებით „ალჟირის, აფხაზეთისა და საქართველოს საელჩოებში“ ბომბების დადებით.

მამაკაცი ასევე დაიმუქრა სამი სტადიონისა და ვნუკოვოს აეროპორტის აფეთქებით,

„სპეციალისტებმა აღნიშნული ობიექტების შემოწმება განახორციელეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ასაფეთქებელი ნივთიერება ვერ აღმოაჩინეს. შემოწმების დროს ევაკუაცია არ განხორციელებულა. "დანაღმვის" შესახებ ინფორმაცია ყალბი აღმოჩნდა. ამ ფაქტზე, წინასწარი გამოძიება დაიწყო”, - აღნიშნა წყარომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო