ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს კიბერთავდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს იაკ ტარიენს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს კიბერთავდაცვის სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელს, პოლკოვნიკ იაკ ტარიენს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული კიბერსაფრთხეები მიმოიხილეს და საქართველოს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სტუმარს ბოლო წლებში კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმატებულ საქმიანობაზე, თავდაცვის უწყებაში კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით და ნატო-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. იაკ ტარიენი საქართველოში სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გამართულ „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2021“-ში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. ორდღიანი ფორუმის განმავლობაში ნატოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები კიბერსაფრთხეებსა და კიბერუსაფრთხოების განმტკიცების საკითხებზე მსჯელობდნენ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა