კვლევა - ღია სივრცეში ვირუსი უფრო შორ მანძილზე ვრცელდება, ვიდრე დახურულ სივრცეში

კვლევის მიხედვით, ღია სივრცეში ვირუსი უფრო შორ მანძილზე ვრცელდება, ვიდრე დახურულ სივრცეში.

ინდოელმა ფიზიკოსებმა მოდელირებული სახით ჰაერში სითხის წვეთები იმ სახით გაავრცელეს, როგორც ამას კოვიდ-19-ით დაინფიცირებულები ადამიანები ხველის ან დაცემინების დროს ქუჩაში ავრცელებენ და დაადგინეს, რომ მცირე ნიავის შემთხვევაშიც კი ღია სივრცეში ვირუსი SARS-CoV-2 გაცილებით დიდ მანძილზე ვრცელდება, ვიდრე შენობაში, ხოლო ტურბულენტური საჰაერო ნაკადები ხელს უწყობს იმას, რომ ვირუსი დიდხანს დარჩეს ატმოსფეროში.

აქედან გამომდინარე, კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ქუჩაში პირბადის ტარება არანაკლებ აუცილებელია, ვიდრე შენობაში. ამის შესახებ კვლევა ჟურნალ Physics of Fluids -ში გამოქვეყნდა.

ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა ბომბეიში ჰიდროდინამიკური მოდელი შექმნეს და მისი მეშვეობით დაადგინეს, რომ ადამიანი როდესაც ქუჩაში ახველებს, ქარს ვირუსი დიდ მანძილზე გადააქვს, ვიდრე დახურულ სივრცეში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს