მურმან დუმბაძე ოპოზიციას - თხოვნაა, ნუ ეტყვით თქვენს ამომრჩეველს, რომ 14 ოქტომბერს აქციას არ უერთდებით

რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დღევანდელი აქცია 14 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მოსამზადებელი აქციაა.

მათ ოპოზიციის წევრებს მოუწოდეს, შეუერთდნენ 14 ოქტომბრის აქციას.

"განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებს მივმართავ. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ჩვენ 14 ოქტომბერს, შეიძლება არ მოვიდეთო. ჩემი უპირველესი თხოვნაა მათი პარტიების, მათი მრევლის, ამომრჩევლის გადასარჩენად, ნუ ეტყვით თქვენს ამომრჩეველს, რომ 14 ოქტომბერს არ უერთდებით აქციას. 14-ში ყველა უნდა შევუერთდეთ. ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის პერსონიფიცირებული აქცია. აქ ინსტიტუტზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტზეა ლაპარაკი.

მობრძანდით აუცილებლად, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ძალა არის ერთობაში. ერთობით შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოვიხსნათ ამ ციხიდან", - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა