აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ და რუსეთი საელჩოებთან დაკავშირებული უთანხმოების გადასაჭრელად მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

აშშ და რუსეთი საელჩოების ზომასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გადასაჭრელად მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდის გამართვაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შორის აღნიშნულ საკითხზე გამართული შეხვედრა სასარგებლო აღმოჩნდა.

“იყო ღია დისკუსია და სასარგებლო შეხვედრა,”- აღნიშნა პრაისმა და დასძინა, რომ აშშ ინარჩუნებს მტკიცე პოზიციას მისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი რუსეთში იმყოფება. მან შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან. მედიის ინფორმაციით, შეხვედრა საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა