გლობალურმა ექსპერტმა კვების დარგში Herbalife Nutrition-მა თბილისში, ახალი ინოვაციური გაყიდვების ცენტრი გახსნა

Herbalife Nutrition მსოფოლიო ექსპერტმა დაბალანსებული კვების სფეროში, თბილისში, ახალ გაყიდვების ოფისი გახსნა. ახალ ცენტრში ერთის მხრივ იქნება Herbalife Nutrition-ის პროდუქციის სრული სპექტრის შეძენა და მეორეს მხრივ პლატფორმა კომპანიის დამოუკიდებელი ბიზნესპარტნიორებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარების ადგილი გახდება.

Herbalife Nutrition აფასებს თითოეული დამოუკიდებელი ექსპერტის წვლილს ბიზნესის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას. კომპანია Filuet Group-თან პარტნიორობით HN-მა ახალი გაყიდვების ცენტრში, რამდენიმე ინოვაციური იდეა განახორციელა, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ბიზნესპარტნიორებისთვის მომსახურების დონის ამაღლებას. აღსანიშნავია Autostore (ASC / Autostore) - ეს არის ტერმინალი შეკვეთების დამუშავებისა და გაცემისათვის, უახლესი თაობის "ჭკვიანი გაყიდვები".

ამ ტექნოლოგიის მეშვეობით პროდუქციის შეკვეთის დრო საგრძნობლად შემცირდა და საშუალოდ ექვს წუთზე ნაკლები დრო სჭირდება! ასევე რევოლუციური ცვლილებაა - ავტოსტორი, რომელიც 24 საათის განმავლობაში შაბათ-კვირასაც კი მუშაობს.

Herbalife Nutrition 1980 წლიდან ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობას ცდილობს, მსოფლიოს 95 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ათ წელზე მეტხანს მოღვაწეობს. კომპანია წლების მანძილზე ლიდერია საცალო გაყიდვების მიმართულებით და დისტრიბუტორების ქსელით, რომელიც დამოუკიდებელ ბიზნესპარტნიორებისგან შედგება. კომპანია მსოფლიო მასშტაბით 2,3 მლნ დამოუკიდებელ პარტნიორს აერთიანებს.

„ჩვენი ბიზნესი საქართველოს მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება და ამით ძალიან ვამაყობთ. ჩვენი მომხმარებლების და დამოუკიდებელი ბიზნეს პარტნიორების რაოდენობაც მზარდია. ისინი იზიარებენ ჩვენი კომპანიის ღირებულებებს, გვენდობიან და უყვართ ჩვენი პროდუქტები. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბიზნესი სტაბილურად ვითარდება. თბილისში ახალი, თანამედროვე გაყიდვების ცენტრი გავხსენით რომ დამოუკიდებელმა ბიზნესპარტნიორებმა მიიღონ კვალიფიციური მხარდაჭერა და შევუქმნათ ისეთი გარემო, რომ წარმატებით მართონ თავიანთი საქმიანობა. დღეს შედეგებით ძალიან კმაყოფილები ვართ, თუმცა, განვითარებაზე ზრუნვას არ ვაჩერებთ“, - აცხადებს Herbalife Nutrition-ის ამიერკავკასიის ბიზნესის მხარდაჭერის მენეჯერი ირაკლი ჩაჩანიძე.

Herbalife Nutrition CSR-ის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება აქვს, მათ შორის აღსანიშნავია გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

კომპანიაში ხორციელდება მწვანე ოფისის კონცეფცია, ასევე ნედლეულის შეგროვების, დამუშავებისა და გადამუშავების ინიციატივები. კომპანია ორიენტირებულია პროდუქტის ახალი შესაფუთი მეთოდების შემუშავებაზე, რომლებიც უსაფრთხო, ფუნქციური და ეკოლოგიურად სუფთაა. გარდა ამისა, პლასტმასის ნარჩენების შემცირება ბრენდის ინოვაციური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.

„მუდმივად ვაუმჯობესებთ ტექნოლოგიებს და ჩვენს ბიზნესპროცესებს, რათა ნაკლები ენერგია და რესურსი გამოვიყენოთ პროდუქციის წარმოების და მიწოდების კუთხით. კომპანიაში დანერგილია მწვანე ოფისის კონცეფცია.

ამ კეთილ საქმეში ჩართვის საშუალებას ვაძლევთ ჩვენს ბიზნესპარტნიორებს და მომხმარებლებს. მათ შეუძლიათ ოფისში, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას მოიტანონ გამოყენებული ქილები, რომლებიც შემდეგ შეგროვდება და გადამუშავდება, ამით ჩვენ ყველა ერთად მოვუფრთხილდებით გარემოს“, - აცხადებს ირაკლი ჩაჩანიძე.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს