აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყველა უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრეს

აზერბაიჯანისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა ტელეფონით ისაუბრეს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს, -ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ყველა უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

„მხარეებმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ დამაზიანებელ რიტორიკაზე, რომელიც არ შეესაბამება ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების დონეს და ყველა უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრის აუცილებლობაზე“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს