ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი ჩაერთოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და დეტალური ანალიზის მიზნით, ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყენონ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, არავის არაფერი აქვს დასამალი.

„არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს მიხეილ სააკაშვილს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩაერთონ ეს ექიმები. უბრალოდ მნიშვნელოვანია, მისი პირადი ექიმის ვიზიტი სასჯელაღსრულებაში. კი ბატონო, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა, არავის არაფერი დასამალი არ აქვს. ის მორალურად არის ძალიან მხნედ. სპეკულაციები ის უფრო არის, როდესაც რაღაც ექიმების ჯგუფზე ვსაუბრობთ, როდესაც მის პირად ექიმს არ ეძლევა მონახულების საშუალება. სპეკულაციები, რომ თავიდან ავირიდოთ, თანახმაა მაგრამ, მნიშვნელოვანია მისი პირადი ექიმის ვიზიტი მასთან", - განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა