ადვოკატი - სააკაშვილი მოუწოდებს ქართველ ხალხს, ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე, ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, ეს არის საერთო სახალხო აქცია

მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია - ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომ არ მიეცეს ოლიგარქიულ რეჟიმს საშულება პირად ტყვეობაში და მძევლობაში ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს თვალნათელი იყო შიმშილობის ნეგატიური ეფექტები, მიხეილ სააკაშვილი გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად და ის ჩივილები, რაც აქამდე ჰქონდა კიდევ უფრო გამძაფრებული აქვს.

„მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო პრობლემური ხდება და დღესაც თვალნათელი იყო შიმშილობის ნეგატიური ეფექტები, გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად და ის ჩივილები, რაც აქამდე არსებობდა კიდევ უფრო გამძაფრებულია, საუბარია გადაადგილების სირთულეზე, საუბარია მოტორიკის ცვლილებაზე. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს შიმშილობა არის მისი უკომპრომისო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ბუნებრივი თანმდევი პრობლემაა. უნდა ითქვას, რომ მიშა მორალურად არის ძალიან მხნედ და მოუწოდებს საზოგადოებას, მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის ”ნაციონალური მოძრაობის" აქცია - ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომ არ მიეცეს ოლიგარქიულ რეჟიმს საშულება პირად ტყვეობაში და მძევლობაში ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ეს არ არის მართლმსაჯულების საკითხი, ეს საკითხი ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ დაადასტურა, რომ არის პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხი. ეს არის მიუღებელი, როდესაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება ტყვეობაში. ხვალ ხალხის სიმრავლეს და ხალხის მკაფიო ნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ბასილაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა