მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი გააკეთებს იმას, რაც მისი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ქურთების დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთების“ მიერ სირიის საზღვარზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა შეერთებული შტატებსა და რუსეთს ეკისრებათ.

ჩავუშოღლუს მტკიცებით, აშშ-მა და რუსეთმა არ შეასრულეს დაპირება სირიასთან საზღვრის მიმდებარე ზონიდან „სახალხო დაცვის შენაერთების“ გაყვანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და აშშ-ის განცხადებები, რომელიც გმობს მათ მიერ განხორციელებულ თავდასხმებს, არაგულწრფელია.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ „თურქეთი გააკეთებს იმას, რაც მისი უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი“.

ცნობისათვის,თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ განაცხადა, რომ თავდასხმა, რომლის მოწყობაშიც ანკარა ქურთების დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ ადანაშაულებს და რის შედეგადაც ორი თურქი პოლიციელი დაიღუპა, "ბოლო წვეთი" იყო და რომ თურქეთს გადაწყვეტილი აქვს ჩრდილოეთ სირიიდან წარმოშობილი საფრთხეების აღმოფხვრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს