დმიტრო კულება - სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენს მოქალაქეებს გასაჭირში არ ვტოვებთ - როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას რა გზით ვიმოქმედოთ, მოგაწვდით ინფორმაციას, ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია

უკრაინელი დიპლომატები მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, - „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით მიხეილ სააკაშვილთან, ადვოკატებს აქვთ მასთან წვდომა, კონსულს აქვს შეუფერხებელი წვდომა,“- აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად საქმის იურიდიულ მხარეს სწავლობს და არჩევს ალგორითმებს, რომლის გამოყენებაც მოხდება.

„კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასაჭირში არ ვტოვებთ. ამიტომ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას რა გზით ვიმოქმედოთ, და ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ ექსტრადიცია, მოგაწვდით ინფორმაციას ", - აღნიშნა კულებამ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ