კოსოვოში სერბებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, დაშავებულია 20 პირი

კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში, სადაც ძირითადად სერბები ცხოვრობენ პოლიციამ კონტრაბანდის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა, რა დროსაც სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოხდა.

პოლიციამ შეკრებილების დაშლა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით სცადა, საპასუხოდ კი აქტივისტებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს და ყუმბარები ესროლეს.

Reuters-ის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 10 სამართალდამცავი და 10 აქტივისტი დაშავდა.

შეგახსენებთ, კოსოვო სერბეთს 2008 წელს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღესდღეობით კოსოვოში 50 000-მდე სერბი ცხოვრობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა