ჯანმო - ახალი სამუშაო ჯგუფი, შესაძლოა, ბოლო შანსი იყოს ვირუსის წარმოშობის დასადგენად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ ახალი სამუშაო ჯგუფი შეიძლება იყოს ბოლო შანსი კოვიდ 19- ის წარმოშობის დასადგენად.

„ეს არის ჩვენი საუკეთესო შანსი და შესაძლოა, ჩვენი უკანასკნელი შანსიც იყოს, დავადგინოთ ამ ვირუსის წარმოშობა,“- განაცხადა ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაიკ რაინმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ახალი სამუშაო ჯგუფი - სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფი ახალი პათოგენების წარმოშობის შესახებ (SAGO) - შექმნა, რომელიც 26 ექსპერტისგან შედგება.

ჯგუფი გამოიკვლევს, გადავიდა თუ არა ვირუსი ცხოველებიდან ადამიანებზე ვუჰანის ბაზრებზე თუ მან ლაბორატორიულ ინციდენტის შედეგად გაჟონა. ჩინეთი მეორე ვერსიას კატეგორიულად უარყოფს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსის წარმოშობის გამოკვლევა ჰქონდა დავალებული, მიმდინარე წლის თებერვალში ჩინეთში ჩავიდა და გარკვეული დროის შემდეგ განაცხადა, რომ ვირუსი, სავარაუდოდ, ღამურებიდან გაჩნდა, თუმცა ამ საკითხზე მეტი მუშაობა იყო საჭირო.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო