იაპონიის პრემიერ-მინისტრი დღეს პარლამენტს დაითხოვს

იაპონია დღეს პარლამენტს დაითხოვს, რაც ქვეყანაში მიმდინარე თვის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაპირობაა.

„მინდა, არჩევნები გამოვიყენო იმისთვის, რომ ხალხს ვუთხრა, რის გაკეთებას ვცდილობთ და რა არის ჩვენი მიზანი. ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს, თუმცა დაღლას არ ვგრძნობ,“- განაცხადა იაპონიის ახალმა პემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ.

იაპონიაში ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველს სურს მთავრობა, რომელსაც აქვს მოქმედების გეგმები პანდემიის დასასრულებლად და ეკონომიკის აღსადგენად. იაპონიაში არჩევნების ჩატარება 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა